თემა | რა არის ფერით წერა? „ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა!“ |
მოსწავლეთა პროფილი | VII კლასი. მეორე საფეხური. 3 მოსწავლე. არ არის სპეციალური სწავლების საჭიროების მქონე მოსწავლე. |
მნიშვნელობა და აქტუალურობა | ფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა სამყაროს აღქმის, მხატვრული ნაწარმოებების გაგების საქმეში, აქტუალურია ყოფა-ცხოვრებაში. |
მიზანი | ფერის გამომსახველობით შესაძლებლობებზე მსჯელობის, საკუთარი ჩანაფიქრისადმი შემოქმედებითი მიდგომის, შეფასების უნარ-ჩვევების განვითარება. ფერტან დაკავშირებული საკითხების გახსენება და მისი დაკავშირება ახალთან. |
შედეგი | იყენებს სხვადასხვა ხერხს ასოციაციების გადმოსაცემად. საუბრობს ხელოვნების ნაწარმოებით ათძრულ პირველ შთაბეჭდილებაზე და განმარტავს, რამ გამოიწვია ეს ემოცია. |
შეფასება | კითხვებზე პასუხში აქტიურობა და შემოქმედებითობა, საგაკვეთილო მასალის ათვისება, პრაქტიკული მუშაობა, ნახატების შეფასება და გაკვეთილის შეჯამება. |
წინასწარი ცოდნა | იციან ძირითადი, შედგენილი, კონტრასტული ფერების შესახებ. |
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი | VII კლასის ხელოვნების წიგნი. ავტორები: ნ. მაჭარაშვილი, მ. მაჭარაშვილი. სახატავი საშუალებები. ინტერნეტით მოძიებული საპრეზენტაციო მასალები |
გაკვეთილის მსვლელობა | 1. მისალმება 2. სწრაფი ჩანახატის გაკეთება თავიანთი განწყობილების გადმოსაცემად ფერში (5წთ). 3. კითხვების დასმა (5წთ). 4. პრეზენტაცია (10წთ). 5. ჩვენი სახელოსნო 6. სახელმძღვანელოში იან ვან დეიკის და ვან გოგის ნამუშევრებე მსგავსება-განსხვავების აღმოჩენა. 7. ნამუშევრების შეფასება და გაკვეთილის შეჯამება. |
вторник, 23 октября 2012 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий