вторник, 23 октября 2012 г.


         პ რ ო ე ქ ტ ი
თემა:ღვთისშობლის კვართი სამეგრელოში
               ,,ღვთისა დედა დამეხმარე
                ნუ დამტოვებ კარსა გარე“
პრობლემა:მოსწავლეები გაეცნონ ღვთისმშობლის ცხოვრებას კარგად და
                    მოუნახულონ ღვთისმშობლის უკერავი პერანგი ანუ კვართი 
                    სამეგრელოში.
სამიზნე ჯგუფი-IX კლასი.
დრო-17 ნოემბრიდან 15 ივლისამდე.        
I-ეტაპი-სასწავლო შემოქმედებითი.
II-ეტაპი-ექსკურსიით დამთავრება.
მნიშვნელობა,აქტიურობა:საქართველო მართლმადიდებელ ქვეყნებში  გა-   
                         მორჩეულია ბევრი რამით, აქ განისვენებს მრავალი სიწმინდე,
                         აქედან უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი იესოს კვართი აღ-
                         მოჩენილია საქართველოში,ხოლო მარიამ ღვთისმშობლის და- 
                         სავლეთ საქართველოში,ორივე მათგანის მნიშვნელოვნება და
                        აქტუალურობა უმნიშვნელოვანესია.
მიზანი:მოსწავლეები სწავლობენ გამოწვღლვით მარიამ ღვთისმშობლის ამ
               ქვეყნად ცხოვრების სტილს,იკვლევენ მისი კვართის საქართველო-
               ში მოხვედრის ისტორიას,არკვევენ რატომ ვზეიმობთ 15 ივლისს
             ვლაქერნის ღვთისმშობლობას,ეცნობიან უამრავ ხატს.    
შედეგი         IX.4.            
               ა) გეგმავს სამიშაოს შესრულების ოპტიმალურ დროს და შემსრუ-
                 ლებელთა რაოდენობას.                
               ბ) ამოცანის სპეციფიკიდან გამომდინარე განსაზღვრავს სამუშაოს
                თანმიმდევრობას,ფუნქციებს,მოვალეობებს.
               გ)გეგმავს რა მატერიალური და არამატერიალური რესურსები დას-
               ჭირდება შესასრულებელ სამუშაოს და როგორ მოიძიებს ამ რესურ-
               სებს.
IX.6.    I საუბრობს რა ინფორმაცია მიიღო კონკრეტულ ისტორიულ ეპოქა-
            ზე იმ პერიოდის ისტორიის მომენტებით.
წინარე ცოდნა:ზოგადად იციან რომ მარიამ ღვთისმშობელი არის იესოს დე-
                         და,რომ 21 ნოემბერი არის მისი შობის დღე,იცნობენ ღვთის-
                         მშობლის ხატებს,იციან რომ მისი უკერავი პერანგი ინახება
                         სამეგრელოში ხობის მონასტერში.
სასწავლო და ტექნიკური რესურსი:ინტერნეტი.ჟურნალ ,,კარიბჭის“  N-9,
                     სტატია ,,ღვთისმშობლის კვართი საქართველოში“.
                     წიგნი,,საქართველოს იმედი“.
                     წიგნი,,წმინდანთა ცხოვრება“.ციფრული,ვიდეოგადამღები.
 ინტეგრირება:რელიგია,ხელოვნება,ისტორია.
   

                             პროექტის მსვლელობა 
1.თემის გაცნობა. 21 სექტემბერი სიმბოლურად გავაცანი პროექტის თემა.
2.კლასს ვყოფ 4 ჯგუფად.   
ა)წყვილს ვავალებ წიგნს ,,საქართველოს იმედი“  ღვთისმშობლის შესახებ
თავის დამუშავებას.
ბ)მეორე წყვილს ვავალებ ღვთისმშობლის ხათების შესახებ ინფორმაციის
მოგროვებას.
გ)მესამე წყვილს ვავალებ წმინდანთა ცხოვრებიდან ღვთისმშობლის ცხოვ-
რების გაცნობას და შემდეგ წარდგინებას.
დ)მეოთხე წყვილს ვავალებ ჟურნალ ,,კარიბჭის“ სტატიის დამუშავებას, რო-
მელშიც ვლაქერნის ღვთისმშობელზეა მოთხრობილი.
     შემდეგ ხდება მოგროვილიმასალების წარდგინება,რომელსაც მე  ვეს-
წრები.
     შემდეგ ეს წყვილები ინტერნეტში ეძებენ ისევ მასალებს,ამ საკითხებთან
დაკავშირებით.  
   ხდება მოპოვებული ინფირმაციების გადახარისხება,სურათები,საგალო- ბელი.საუკეტესო მასალას ვიღებთ და ვაგროვებთ.დადიანების ისტორიის
მოძიებისას აუცილებლად წააწყდებიან მოსწავლეები რომ დადიანის ასუ-
ლი გათხოვილი იყო ლაჯამაში ანდრო გელოვანზე.ეწყობა ექსკურსია ლა-
ჯანაში.
    მინი ექსკურსია რომელსაც,არ სჭირდებათანხები.
   ექსკურსიის დაგეგმვა.მძღოლის მოძიება და მასთან თანხის დადგენა.
დირექტორისადმი პროექტის წარდგენა
 ექსკურსიის გეგმა:ლაჯანა-ქუთაისი-ზუგდიდი.
ქუთაისი შესვენება,საუზმე,ზეგდიდი.დადიანების სახლ-მუზეუმის ეზოს
მონახულება,პირველ რიგში კვართის მოლოცვა.სადილი,შინ დაბრუნება
                       ფასილიტატორი ავტორი:დ.ფრუიძე
                                 ხელმძღვანელი:მაგდანა სილაგაძე

Комментариев нет:

Отправить комментарий